ჯუდი დენჩი

ჯუდი დენჩი ბრიტანული ვოგის გარეკანზე დაბეჭდილი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა

85 წლის ინგლისელი მსახიობი, ჯუდი დენჩი, ბრიტანული ვოგის გარეკანზე დაბეჭდილი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა.

ოსკაროსანი მსახიობი ივნისის ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა და ვოგის რედაქტორმა, ედვარდ ენინფულმა, ის აღწერა, როგორც "ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოქალაქე".

"ვერ გადმოვცემ როგორ მიხარია ჯუდი დენჩის დანახვა ვოგის გარეკანზე პირველად 85 წლის ასაკში, სცენისა და ეკრანის უდავო დედოფალი", - დაწერა ედვარდ ენინფულმა.

ჯუდი დენჩი განსაკუთრებით ცნობილია როლებისთვის "Shakespeare in Love"-სა და "Skyfall"-ში.

მსახიობი ჟურნალისთვის მარტში გადაიღეს, სანამ დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი გამოცხადდებოდა.


ფოტო: British Vogue

კომენტარები