მეწყერი

თუშეთი-ომალოს გზაზე მეწყერში მოყოლილი ერთი ადამიანი ამოიყვანეს, მეორეს ამ დრომდე ეძებენ

0 კომენტარი
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

თუშეთი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა. ერთერთი მათგანი ამოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება მეორე ადამიანს, მას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

უბედური შემთხვევა დღეს, 5 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

როგორც ცნობილია, ზვავში მოყოლილი პირები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც ადგილზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ატარებდნენ.

შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები