კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოში კორონავირუსი 4 და 7 წლის ბავშვებს დაუდასტურდათ

Tom Wolf

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ორ მცირეწლოვანს - 4 და 6 წლის ბავშვებს - დაუდასტურდა. 

როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მალხაზ ბასილაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, ბავშვების ინფიცირების წყარო ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერია. ისინი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იყვნენ მოთავსებული. 

მცირეწლოვნები ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის ინფექციური სააავდმყოფოს ექიმი, ლალი დარახველიძე, მთავართან ინტერვიუში ამბობს, რომ ბავვების დედას COVID-19 დადასტურებული არ აქვს, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები