ბოლო 24 საათში COVID 19-ისგან 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა

STR/AFP via Getty Images

საქართველოშ, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსისგან 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ახლა მათი რიცხვი 269-ა.

ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა. მანამდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 იყო.

ინფიცირება დაუდასტურდა 6 ადამიანს.

მთლიანობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსი 610 ადამიანის დაუდასტურდა, მათგან 269 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 9. კლინიკებში რჩება ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 332 ადამიანი.

კომენტარები