მკვლელობა კაპანახჩში

სოფელ კაპანახჩში ცოლ-ქმრის მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანს, რომელმაც გარდაბნის სოფელ კაპანახჩში ცოლ-ქმარი მოკლა და გაქურდა, 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

შემთხევევა 2019 წლის 6 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ცოლ-ქმრის ეზოში მათთვის ფულის წასართმევად მივიდა. როდესაც ისინი ეზოში გამოვიდნენ, ერთერთს თავში ლითონის მილი, მეორეს კი - ჯოხი - რამდენმჯერმე ჩაარტყა. ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილების სახლიდან ბრალდენულმა 1 050 ლარი წაიღო. 

გ.ი. 2020 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები