ჰარი პოტერი

დენიელ რედკლიფი და სხვა ვარსკვლავები თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ჰარი პოტერს წაუკითხავენ

Variety

საიტმა Wizarding World, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროს ეძღვნება, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ახალი პროექტი წამოიწყო. ცნობილი ადამიანები ფრენჩაიზის პირველ წიგნს - ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა - ონლაინ წაიკითხავენ.

პროექტში მონაწილეობას დენიელ რედკლიფი, ედი რედმეინი, სტივენ ფრაი, დევიდ ბეკჰემი, დაკოტა ფენინგი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=44&v=vm1xuYUY0dY&feature=emb_logo]

ამ დროისთვის საიტზე ვიდეო დაიდო, რომელშიც რედკლიფი პირველ თავს - ბიჭი რომელიც გადარჩა - კითხულობს.

აუდიო ვერსია Spotify-ს მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

კომენტარები