თითდასაქმებულების დახმარება

კალაძე: ლიცენზირებული ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ლიცენზირებული ტაქსის და მიკროავტობუსების მძღოლები თვითდასაქმებულებისათვის გამოყოფილ ერთჯერად სამას ლარიან დახმარებას მიიღებენ.

"დახმარების მისაღებად, საჭირო იქნება მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის მონაცემების მიწოდება", - ამბობს კალაძე.

კალაძემ მოადგილეებს დაავალა, რომ ტაქსის მძღოლებს და მიკროავტობუსების კომპანიას ინფორმაცია მესიჯით მიაწოდონ.

მთავრობის ეკონომიკური გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებული ადამიანები ერთჯერადად სამასლარიან დახმარებას მიიღებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირის მიერ გაცემულ რამე დოკუმენტს წარადგენენ. ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები ამ დახმარებას ვერ მიიღებენ. 

კომენტარები