2020 წელს გარდაცვლილები

24 წლის ასაკში, რეპერი Kiing Shooter კორონავირუსით გარდაიცვალა

Glob Intel

24 წლის ასაკში, ამერიკელი რეპერი Kiing Shooter კორონავირუსით გარდაიცვალა.

ნიუ-იორკელი რეპერი 2017 წელს გამოჩნდა, როდესაც მეგობართან Dave East რამდენიმე ფრისტაილი ჩაწერა. ჰიპ-ჰოპ წრეებში აღიარება 2018 წელს გამოშვებულმა სინგლმა They Say მოუტანა. ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ჩაწერა ორი EP და ერთი სტუდიური ალბომი. მუშაობდა ლეგენდარული რეპერის Nas ლეიბლზე Mass Appeal.

6 მაისის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1,237,761 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 200,669 და გარდაიცვალა 72,275 ადამიანი.

კომენტარები