Space Force

კომედიური სერიალის Space Force თრეილერი გამოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: Military Times

სტრიმინგ სერვისმა Netflix ახალი კომედიური სერიალის Space Force თრეილერი გამოაქვეყნა.

შოუს სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი სტივ კარელია. პროექტში სერიალის The Office კიდევ ერთ შემქმნელი გრეგ დენიელსია ჩართული. ავტორებს Space Force-ის იდეა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ გაუჩნდათ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა კოსმოსური სამხედრო ნაწილების შექმნის შესახებ ისაუბრა.

სერიალის ორი ეპიზოდი პედინგტონის რეჟისორმა პოლ კინგმა გადაიღო. კარელის გარდა, პროექტში მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და ბენ შვარცი მონაწილეობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები