კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tass

რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლღა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ოლღა ლიუბიმოვა განცალკევებით მუშაობს. COVID-19-ზე ტესტის პასუხი დადებითია. მინისტრი სახლშია, სამუშაო თათბირებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მართავს. შეხვედრები და მოლაპარაკებები ინლაინ ფორმატში აქვს. ავადმყოფობა მიმდინარეობს მსუბუქ ფორმაში, ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს", - თქვა პრესსპიკერმა. 

რუსეთში მეოთხე დღეა, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 10 ათასს აჭარბებს - დღეს ინფიცირების 10 559 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 165 929 და გარდაცვალების 1 537 შემთხვევაა დადასტურებული. ოფიციალური მონაცემებით, 21 327 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც. ოფიციალურად ის ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლას უძღვებოდა.

კომენტარები