რუსეთი

პუტინის რეიტინგი 59%-მდე დაეცა - ეს 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

Sick Chirpse

აპრილში, ვლადიმირ პუტინის საქმიანობის დადებითი რეიტინგი 59%-მდე დაეცა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კვლევა ორგანიზაცია ლევადა ცენტრმა ჩაატარა.

პრეზიდენტის თანამდებობაზე პუტინის საქმიანობას უარყოფითად 33% აფასებს. აქამდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წლის ნოემბერში გამოვლინდა, მაშინ პუტინის საქმიანობას დადებითად 61% აფასებდა. შედარებისთვის, ჯერ კიდევ მარტში პუტინის დადებითი რეიტინგი 63%-ს აღემატებოდა. 

პარალელურად, შემცირდა რუსეთის პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის რეიტინგიც. მის საქმიანობის დადებითად 46% აფასებს, მარტში იგივე მაჩვენებელი 51%-ს შეადგენდა. 

კვლევის შედეგებს გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც. მისი თქმით, ლევადა ცენტრს გამოკითხვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს და კრემლი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებს არ ენდობა. 

ლევადა ცენტრმა კვლევა 24-27 აპრილის მონაკვეთში, სატელეფონო ინტერვიუების სახით ჩაწერა. სულ გამოკითხულია 1608 მოქალაქე, ხოლო კვლევის ცდომილება 2-3%-ს შეადგენს. 

კომენტარები