Freedom House

მამუკა ხაზარაძისთვის წარდგნილი ბრალი და გიგი უგულავას პატიმრობა Freedom House-ის ანგარიშში

0 კომენტარი

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოში დემოკრატიის ვითარებას აფასებს, როგორც გაუარესებულს და მიზეზად სასამართლო სისტემასა და მის დამოუკიდებლობას ასახელებს. საუბრობს მამუკა ხაზარაძის და გიგი უგულავას საქმეებზეც.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველო გარდამავალი და ჰიბრიდიული რეჟიმის ქვეყანაა.

"საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების სრულმა და ნაწილობრივმა ბოიკოტმა ალბანეთში, ბულგარეთში, საქართველოში, მონტენეგროსა და სერბეთში ხელი შეუშალა პარლამენტის მუშაობას და მისი ლეგიტიმაციის და სამართლიანობის ნაკლებობაზე მიანიშნა.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს შემაშფოთებელ მაგალითებს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს [ჰიბრიდული რეჟიმი]. სასამართლო სისტემა დიდი ხანია, საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს, ხოლო თვითნებურმა დაპატიმრებებმა და არაერთმა საკამათო სასამართლო საქმემ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში არსებული დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. პოლიტიკურ ველზე ახლადგამოჩენილი ბიზნესმენს, მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე წარუდგინეს მალევე, როგორც კი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა, და უფრო გამოცდილ ოპოზიციურ ლიდერს სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების საქმეზე 38-თვიანი პატიმრობა განმეორებით მიუსაჯეს. ასეთი საქმეების განხილვა მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოებით არ შემოიფარგლება, ხოლო უზენაეს სასამართლოში პარლამენტმა უვადოდ დანიშნა 14 ახალი მოსამართლე, "ძალიან დისფუნქციური და არაპროფესიონალური" პროცესით.

2020 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამ სისტემის მიღების შემთხვევაში, შემცირდებოდა ქართული ოცნების შანსები, მიმდინარე წელს კვლავ გაემარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. კრიზისი მხოლოდ საერთაშორისო მედიაციის დახმარებით, მარტში განიმუხტა, როცა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მოაწერეს. ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევაში დახმარებოდნენ", - წერს ორგანიზაცია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები