კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: დღეს 1 პაციენტი გაეწერება, კლინიკაში ახალი შემთხვევა არ შემოსულა

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს, კლინიკიდან 1 ადამიანი გაეწერება.

"დღეს კლინიკიდან გაეწერება მხოლოდ და მხოლოდ 1 პაციენტი, იმიტომ, რომ გეგმიურად, პროტოკოლის მიხედვით, ტესტირების შედეგად მას ეკუთვნის გაწერა", - თქვა რატიანმა.  

რატიანის ცნობით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"შემოსულია რამდენიმე ორსული, მათ პასუხებს ლუგარიდან ველოდებით", - თქვა ექიმმა.  

ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პაციენტია, მათგან 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მისივე თქმით, 1 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. 

"მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის გამარტივებულ რეჟიმზეა", - თქვა ლევან რატიანმა. 

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არცერთთან არ ფიქსირდება.  

რატიანის თქმით, 2 ორსული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათ სიცოცხლესა და ნაყოფს საფრთე არ ემუქრება. 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 72 პაციენტია, მათგან კორონავირუსი 58 ადამიანს აქვს დადასტურებული. 

საქართველოში, ბოლო მონაცემები, კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, მაღგან 675 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები