სტიქია ხარაგაულში

ხარაგაულში გადაუღებელი წვიმის გამო მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა

მთავარი

რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. კადრებს ტელეკომპანია მთავარი ავრცელებს. 

ნალექმა ჩინური კომპანიის კუთვნილი ტერიტორია დაფარა, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული. კომპანია თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის სამუშაოებს ახორციელებს. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მთავართან სატელეფონო საუბრისას ​ამბობს, რომ ჩინური კომპანიის ტექნიკა არ დაზიანებულა. 

მერის ინფორმაციით, ჭარბმა ნალექმა პრობლემები ერთ-ერთი გლეხის სავარგულს შეუქმნა, თუმცა ჩინური კომპანია გლეხს ზარალის ანაზღაურებას დაპირდა. მისივე თქმით, სტიქია საცხოვრებელ სახლებს და სახნავ-სათეს ტერიტორიებს არ შეხებია. 

"სავარგული ჰქონდა ერთ გლეხს და იქ დატბორა. ჩინურ კომპანიას მივმართეთ, დაასუფთავა კალაპოტი და დაიწია წყალმა, ასე, რომ საცხოვრებელ ტერიტორიებს არ შეხებია", - ამბობს თოფურიძე. 

კომენტარები