TDI-ის ანგარიში

TDI-ის რეკომენდაციები მთავრობას, პარლამენტს და სხვა უწყებებს, რელიგიის თანასწორობისთვის

0 კომენტარი

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, რომელმაც 2010-2019 წლებში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლება შეისწავლა, დაასკვნა, რომ სახელმწიფო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვა რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციის ხარჯზე.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს რეკომენდაციებით მიმართავს, რელიგიის თანასწორობის უზრუნველსაყოფად შემდეგი ზომები გაატარონ:

საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს:

  • საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ იხელმძღვანელონ სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპის განუხრელი დაცვით
  • საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ იხელმძღვანელონ სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპის განუხრელი დაცვით
  • შეიცვალოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მოდელი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპს, ფინანსურ და ქონებრივ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციასა და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს;
  • აღმოიფხვრას საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური „კომპენსაციის“ მიზნით რელიგიური ორგანიზაციების დისკრიმინაციული შერჩევისა და დაფინანსების პრაქტიკა. ზიანის ანაზღაურებისთვისთვის, დაზუსტდეს საბჭოთა პერიოდში მატერიალურად და მორალურად დაზარალებულ კონფესიათა სრული ჩამონათვალი და შემუშავდეს ანაზღაურების ობიექტური, განჭვრეტადი და სამართლიანი კრიტერიუმები სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
  • გათვალისწინებული და შეფასებული იყოს რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა რისკი და მათი გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უარი თქვას რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავების ინიციატივებზე, ასევე უარი თქვას საკანონმდებლო აქტებში „რელიგიისა და „რელიგიური ორგანიზაციის ცნებების განსაზღვრაზე.

საქართველოს პარლამენტს

  • არ დაუშვას ისეთი კანონის მიღების შესაძლებლობა, რომელიც არადომინანტური რელიგიური გაერთინებების სასულიერო პირებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებას შეზღუდავს;
  • არ დაუშვას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, რომლებიც მაგალითად „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააწესებს
  • დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას საქართველოს კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაცია, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს უფლებებსა და პრივილეგიებს; გაითვალისწინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლითაც სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა და არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ქონების შესახებ კანონისა და საგადასახადო კოდექსის ნორმები;
  • რელიგიური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობების შექმნისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით: „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად სხვა რელიგიურ გაერთიანებებს (როგორც საჯარო სამართლის, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ ორგანიზაციებს) შესაძლებ-ლობა ექნებათ:
  • პირდაპირი მიყიდვის გზით შეიძინონ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო ქონება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი);
  • შეიძინონ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო ქონება როგორც სასყიდილით, ისე უსასყიდლოდ (მე-3 მუხლის მეორე პუნქტი);
  • ქონების გაცვლის გზით (ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ) შეიძინონ სახელმწიფო ქონება; (მე–3 მუხლის მეხუთე პუნქტი);
  • გაუქმდეს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული.; (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი)
  • რელიგიური გაერთიანებებისთვის თანასწორუფლებიანი საგადასახადო რეჟიმის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, შევიდეს ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ:
  • შეიცვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს არ ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან (201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა ქვეპუნქტი);
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტიურად ცნობის შემდეგ, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებდა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, აღნიშნული უფლება თანაბრად გავრცელდეს საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე (168-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
  • შეიცვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს მხოლოდ საპატრიარქოს ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდებას, თუ ისინი გამოიყენება რელიგიური მიზნით (168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი)
  • შეიცვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვით მოგების გადასახადისგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქო, რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგების დროს (99-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი)
  • საღვთისმსახურო პროდუქციის შემოტანისა და მიწოდებისას, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების უფლება თანაბრად გავრცელდეს რელიგიურ ორგანიზაციაზე. საქართველოს საპატრიარქო გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე. რაც შეეხება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, საგადასახადო კოდექსი მათთვის არ ითვალისწინებს მსგავს შეღავათს.
  • სახელმწიფომ შეიმუშაოს და შექმნას ქონების მესაკუთრეთათვის დაბრუნების (რესტიტუციის) შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობა მიეცეთ მოითხოვონ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური საკუთრების უკან დაბრუნება ან/და მისი კომპენსაცია
  • შევიდეს ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს მსგავსად, სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც შეეძლებათ უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება და საღვთისმეტყველო პროგრამების განხორციელება;
  • საქართველოს შრომის კოდექსში უქმე დღეებად, მართლმადიდებლურ საეკლესიო დღესასწაულებთან ერთად, ასევე განისაზღვროს საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების რელიგიური და კულტურული დღესასწაულები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს:

  • რელიგიური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობების შექმნისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ შეიცვალოს ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების შეძენის შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას. ეს უფლება გავრცელდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე.

საქართველოს მთავრობას:

  • საქართველოს პრემიერმინისტრმა გადახედოს მის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს, საქმიანობას და მისი არსებობის საჭიროებას, რადგან სააგენტო ვერ პასუხობს ადამიანის უფლებების, მათ შორის რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს;
  • დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური უმცირესობების ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა;
  • საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან;
  • შეისწავლოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რელიგიური გაეთიანებებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი, მათ შორის, უზრუნველყოს ჩამორთმეული ქონების აღნუსხვა და დოკუმენტირება;
  • სადავოდ გამხდარი საკულტო ნაგეობებების მესაკუთრეების განსაზღვრის მიზნით შექმნას კომპეტენტური კომისია. ამ საკითხის გადაჭრის მიზნით შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა;
  • შეისწავლოს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული კათოლიკე ეკლესიის შვიდი ტაძრის (გორში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და ბუზმარეთში, ქუთაისში, ასევე ბათუმში მდებარე ორი ტაძრის) მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის კანონიერება და უზრუნველყოს კათოლიკე ეკლესიის უფლების აღდგენა;
  • იმ რელიგიურ ნაგებობებზე, რომელებიც ისტორიულად სხვა გაერთიანების საკუთრებაა და რომლებსაც ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს, აღიკვეთოს ყველა სახის უკანონო ზემოქმედება, რეკონსტრუქცია, ისტორიულ-კონფესიური იერსახის ცვლილება
  • უზრუნველყოს რელიგიური გაერთიანებების და მკვლევრების სრული მისაწვდომობა საარქივო მასალებზე, რათა დაუბრკოლებლად შეძლონ მონაცემებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება მათი ისტორიულ ქონების შესახებ.
  • საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
  • სადავო საკითხების გადაწყვეტამდე შეჩერდეს საქართველოს საპატრიარქოსთვის საკუთრებაში სადავო ქონების გადაცემა;
  • საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული, ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობები დაუბრუნოს ისტორიულ მესაკუთრეებს: სომეხთა სამოციქულო, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს, მუსლიმებს და იუდაურ თემს.

საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

  • უზრუნველყოს ყველა იმ რელიგიური შენობა-ნაგებობების კონსერვაცია, დაცვა და შესაბამისი მოვლა-პატრონობა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია ან/და ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში ირიცხება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს

  • რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისას იმოქმედოს შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომის გარეშე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციისას, დაიხვეწოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15091 მუხლის გამოყენების პრაქტიკა

საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს

  • აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში რელიგიური უმცირესობების ხილვადობის შეზღუდვის დისკრიმინაციული პრაქტიკა, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად აღნიშნონ დღესასწაულები თუ ფესტივალები და დაუბრკოლებლად ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიებები საჯარო სივრცეში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას:

  • რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფომ მოახდინოს თანმიმდევრული, სათანადო და მყისიერი რეაგირება, გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი და იხელმძღვანელოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სრულყოფილად აწარმოონ სპეციალური ერთიანი სტატისტიკა, რომელიც თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და შესაძლებელს გახდის ამგვარი დანაშაულების შესახებ სრულფასოვანი (დანაშაულის შეტყობინებიდან სასამართლო განხილვამდე) ინფორმაციის მიღებას;
  • რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებიც რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივს ითვალისწინებს. გამოირიცხოს მცდარი კვალიფიკაციის გამო პასუხისმგებლობის შემსუბუქების, გამოძიებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საფუძველი;
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და საზოგადოებას პროკურატურამ მიაწოდოს ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის, მოხესა და ჭელაში მუსლიმების მიმართ სამართალდამცველების მიერ უფლებების დარღვევის სავარუადო ფაქტებზე;
  • პროკურატურამ დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სოფელ ჭელასა (2013 წ.) და მოხეში (2014 წ.) მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიურ საფუძველზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უფლე-ბამოსილების გადამეტების და/ან მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტებზე;
  • სამთაწყაროში (2013 წ.), ქობულეთში (2014 წ.) მუსლიმი მოქალაქეების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფომ მოახდინოს ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირება და დასრულდეს არაგონივრული ვადით გაჭიანურებული გამოძიება;
  • 2012-2014 წლებში რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლ მუსლიმებს პროკურატურამ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი;
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის თანამდებობიდან სავარაუდოდ იძულებით გადაყენების საქმეზე 2016 წლის 27 აპრილს პროკურატურაში დაწყებული გამოძიება წარიმარ-თოს ეფექტიანად და დასრულდეს დროულად, კონკრეტული შედეგით;
  • იეჰოვას მოწმეების უფლებების სავარაუდო დარღვევის თითოეულ ფაქტზე სახელმწიფომ მოახდინოს მყისიერი, ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირება;
  • ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ იეჰოვას მოწმეებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი;
  • იეჰოვას მოწმეების მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო კვალიფიკაციით;
  • უზრუნველყონ გამოძიების ორგანოების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალურობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტს, უნდა მიენიჭოს გამოძიების ფუნქცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მიზნით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს: აღმოიფხვრას სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისა და განბაჟების პროცესში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია, მათ შორის არაგონივრული ვადით დაყოვნების, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე ბარგის დათვალიერების, ლიტერატურის ე.წ. შინაარსობრივი შემოწმებისა და რელიგიური ნივთების იმპორტისათვის სხვა რელიგიური გაერთიანებების წერილობითი ნებართვის წარმოდგენის მოთხოვნის პრაქტიკა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს: სასაზღვრო პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები გადამზადდნენ ადამიანის უფლებების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, რელიგიის თავისუფლებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების საკითხებზე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს:

  • რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის განხილვისა და სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი, რომელიც შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს;
  • შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე აწარმოოს საქმეების ერთიანი და სრულყოფილი სტატისტიკა, რომელიც შესაძლებელს გახდის ამგვარი დანაშაულების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებას;
  • დროულად და ეფექტურად, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, განიხილოს თითოეული საქმე, რათა მხარეს არ დაერღვეს უფლება სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

  • აღმოფხვრან დისკრიმინაციული მიდგომები რელიგიური გაერთიანებებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში და აღკვეთონ ხელოვნური ბარიერების შექმნის პრაქტიკა. ასევე, გამოირიცხოს კანონით გაუთვალი-სიწნებელი ორგანოების, მაგალითად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რაიმე ფორმით მონაწილეობა მშენებლობის ნებართვის შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებაში; აღმოიფხვრას რელიგიის საკითხთა სახელმ-წიფო სააგენტოს წერილობითი ნებართვის წარმოდგენის მოთხოვნის პრაქტიკა მშენებლობის ნებართვის მსურველი რელიგიური გაერთიანებებისთვის;
  • რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისას, იხელმძღვანელონ რელიგიური ნეიტრალობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას: ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აღმოფხვრას დისკრიმინაციული პრაქტიკა და დაუყოვნებლივ გასცეს მეჩეთის მშენებლობის ნებართვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საჯარო სკოლებში ჩაატაროს მასშტაბური კვლევა და პროაქტიულად განახორციელოს მონიტორინგი სკოლაში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის შემთხვევების გამოსავლენად, მათ შორის, სასკოლო სივრცეში კანონით აკრძალული რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსებაზე;
  • სამინისტროს სტრუქტურაში შემავალმა შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ეფექტიანად გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები და მოახდინოს მყისიერი და ადეკვატური რეაგირება რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის თითოეულ ფაქტებზე;
  • საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და ნეიტრალუ-რობის დარღვევის გამოვლენის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სახალხო დამცველისა და დაინტერესებული არასამთავ-რობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიქმნას მონიტორინგისა და რე-აგირების სპეციალური ჯგუფი;
  • გადამზადდნენ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტორები, რელიგიის თავისუფლებასა და დისკრიმინაციის დაუშვებ-ლობაზე ცნობიერების ამაღლებისა და მგრძნობელობის გაზრდისთვის;
  • რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანი-ზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ცნობიერების ასამაღლებლად, მოამზადოს სახელმძღვა-ნელო პრინციპები, რომლებიც ასახავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების, საჯარო სკოლაში რელიგიური ნეიტრა-ლურობის დაცვისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის საკითხებს;
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტით შეაფასოს ტოლე-რანტობის კუთხით მასწავლებელთა განწყობები;
  • დირექტორის პროფესიული ეთიკის სტანდარტში ასახოს მოთხოვნა ინ-ტერკულტურული განათლებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის საჭირო უნარების ფლობის შესახებ;
  • სასკოლო სახელმძღვანელოებში შევიდეს რელიგიური და ეთნიკური მრა-ვალფეროვნებისა და ტოლერანტობის კულტურის ამსახველი ისტორიული მოვლენები, სამოქალაქო ფასეულობები და ლიტერატურული ტექსტები;
  • აღიკვეთოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის იძუ-ლებითი მონაწილეობის პრაქტიკა რელიგიური შინაარსის ღონისძიებებში. აღმოიფხვრას პედაგოგების იძულება დაესწრონ მსგავსი ტიპის ღონისძი-ებებს, როგორიც მაგალითად იყო 2019 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრები და ლექციები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები