კორონავირუსი რუსეთში

რუსეთმა COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო

CNN

რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 11 231 შემთხვევა გამოვლინდა, ეს ქვეყანაში ერთ დღეში დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 88 ადამიანი. ჯამში, რუსეთში 177 160 ინფიცირების და 1 625 გარდაცვალების შემთხვევაა დადასტურებული. 

რაც შეეხება გერმანიასა და საფრანგეთ, გერმანიაში COVID-19, ოფიციალური მონაცემებით, 168 162 ადამიანს დაუდასტურდა, საფრანგეთში კი 174 191 პაციენტს. რუსეთი ინფიცირებულთა აღრიცხული რაოდენობიტ ევროპაში მე-4 ქვეყანაა. 

გუშინ, 6 მაისს, COVID-19 დაუდასტურდა რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლღა ლიუბიმოვას. ინფიცირებულია რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მისუსტინიც. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსაც.

კომენტარები