ქურდობა

ბათუმში, კომენდანტის საათის დროს, სასურსათო მაღაზია გაძარცვეს

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ქურდები, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. მაღაზიის მეპატრონის თქმით, ობიექტიდან წაღებულია თანხა, ნახევარფაბრიკატები, სუნელები და სხვა პროდუქტები.

შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები