ახალი კორონავირუსი საქართველოში

11 მაისიდან საცალო და საბითუმო მაღაზიები გაიხსნება, რომლებსაც შესავლელი ქუჩიდან აქვთ

საქართველოს მთავრობა / Screengrab

11 მაისიდან, ორშაბათიდან, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია გაიხსნება, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს.

გიორგი გახარიას განმარტებით, ამ შეზღუდვის მოხსნა არ ეხება მოლებს და მაღაზიებს, რომლებიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ.

"ორშაბათიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას, აქამდე თუ საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ახლა გავხნით ყველა წარმოებას", - ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრის თქმით, 11 მაისიდან თბილისში მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

კომენტარები