ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

imedinews

ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო "რეს-მა" გაავრცელა.

ეპიდსიტუაციის გამო საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვიტა, 10 მაისიდან 17 მაისამდე რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს. აკრძალვა ეხება ყველას, გამონაკლისის გარეშე.

ოკუპირებულ რეგიონში ახალი კორონავირუსით პირველი ინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 6 მაისს გავრცელდა.

კომენტარები