სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში ქიმიური ქარხნიდან სტიროლის გაზის გაჟონვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ქარხანა ქალაქ ვიშაქაპატნამთან მდებარეობს და მას სამხრეთ კორეული კომპანია LG Corp ფლობს.
პოლიციის მიხედვით, ქიმიურმა ნივთიერებამ 5,000-ტონიანი ავზიდან გაჟონა. მას შემდეგ, რაც ინდოეთში კორონავირუსის გამო კარანტინი დაწესდა, ქარხანა დახურულია. კომპანიაში ამბობენ, რომ იქ კვლავ იმყოფებოდა პერსონალი, რომელთაც ქარხნის მეთვალყურეობა ევალებოდათ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ქიმიური ნივთიერების გაჟონვა.
ქიმიური ნივთიერების გავრცელების გამო მოსახლეობა ტერიტორიას ტოვებს. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
სტიროლი ადვილად აალებადია და სხვადასხვა ნივთიერების დასამზადებლად გამოიყენება, მათ შორის, რეზინის.