საბერძნეთი

საბერძნეთი ტურისტებისთვის ქვეყნის გახსნას 1 ივლისისთვის იმედოვნებს

0 კომენტარი
ფოტო: state.gov

საბერძნეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ივლისის თვეში ქვეყანას ტურისტებისთვის გახსნის. 

საბერძნეთში, რომლის მოსახლეობაც 10.72 მილიონია, ახალი კორონავირუსის 2 678 შემთხვევაა დადასტურებული, რაც გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. 2 678 შემთხვევიდან ახალი კორონავირუსით 148 ადამიანი გარდაიცვალა. 

Forbes-ის მიხედვით, საბერძნეთის ეკონომიკის 12% ტურიზმს უკავია და სასტუმროები გახსნას 1 ივნისისთვის გეგმავენ. როგორც პრემიერმინისტრმა, კიარიკოს მიცოტაკისმა, CNN-ს უთხრა, მას სურს, რომ პირველი ივლისისთვის ყველაფერი მზად იყოს ტურისტების მისაღებად. 

"იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა უფრო მეტი მდიდარი ტურისტი, რათა სოციალური დისტანცირება შესაძლებელი იყოს", - უთხრა მიცოსტაკისმა CNN-ს. 

პრემიერმინისტრისვე თქმით, ტურისტებს Covid-19-ზე აეროპორტებშივე შეამოწმებენ. ასევე, ტემპერატურას გაუზომავენ სასტუმროებსა და ადგილობრივ ბიზნესებში. 

საბერძნეთმა მალევე დახურა ქვეყანა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კორონავირუსმა პირველად დაიწყო გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. მიცოსტაკისმა 27 თებერვალს გააუქმა საკარნავალო ღონისძიებები, 10 მარტს გააუქმა სკოლები და კოლეჯის კამპუსები, 13 მარტს კი, დახურა რესტორნები და კაფეები. 

საყოველთაო კარანტინი საბერძნეთი 23 მარტს გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთის მოსახლეობა მთავრობას ატყობინებდა, როდის აპირებდნენ სახლების დატოვებას აფთიაქისთვის, სუპერმარკეტისთვის ან სავარჯიშოდ. კარანტინის წესების დარღვევისთვის კი, ჯარიმები იყო დაწესებული. 

საბერძნეთის საზღვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის მარტის შემდეგაა დახურული, საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსი იყო გავრცელებული, შეწყდა. სხვა ქვეყნიდან საბერძნეთში შესული ყველა ადამიანი კი, 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას დაექვემდებარა. 

"ჩვენ მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც ჩვენ თითქმის სრულად დავამარცხეთ ეპიდემია, როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე და ახლა მოშვებას ვიწყებთ. ვფიქრობ, ჩვენ სწორად მოვიქეცით. რა თქმა უნდა, ყველაფერი სრულყოფილად სწორად ვერ გავაკეთეთ, თუმცა, თუკი შეხედავთ რიცხვებს, ვერ შეგვეწინააღმდეგებით იმაში, რასაც მივაღწიეთ", - ამბობს პრემიერმინისტრი. 

არააუცილებელი ბიზნესები ორშაბათს გაიხსნა, რომელთა დიდი ნაწილი მომხმარებელთა სიმპტომებს შესვლამდე იკვლევს. 

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ჰარი თეოჰარისმა, Reuters-ს უთხრა, რომ წელს მოგზაურობა სხვანაირი იქნება, თუმცა ქვეყანა იმედოვნებს, რომ შეძლებს საზღვრების გახსნას ეკონომიკისთვის. 

"ეს სეზონი ვერ იქნება ისეთი სეზონი, როგორიც წინა წლებში იყო. სულელი ვიქნები, რომ დავიჯერო, რომ ეს შეიძლება, მოხდეს, თუმცა ბევრი რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა გავხსნათ ტურისტული ეკონომიკა, ტურისტული ადგილები და ამ გზით შეგვეძლება, ბევრ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი - სასტუმროებს, სამოგზაურო სააგენტოებს", - თქვა თეოჰარისმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები