ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: წამლების და აღჭურვილობის მარაგი გვაქვს, თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, არც დაგვჭირდება

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში აღჭურვილობის და სამკურნალო საშუალებების დეფიციტი არ არის და პირიქით, არის მარაგიც, რომელიც, თუ ახალი კორონავირუსის ეს ტემპი შენარჩუნდა, საჭირო არც კი იქნება.

"მე არასდროს ვსაუბრობ გლობალურ საკითხებზე, შემოვიფარგლები ჩემი კლინიკით. ჩემს კლინიკაში არც სამკურნალო საშუალებების, არც პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის. თუ ასეთი ტემპი გაგრძელდა, გვაქვს დაახლოებით 1 თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან გვაქვს ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების ტენდენცია. აქედან გამომდინარე, ცოტა ხანში ყველაფერი კარგად იქნება"- თქვა რატიანმა.

8 მაისის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 288 გამოჯანმრთელდა, 9 - გარდაიცვალა.

კომენტარები