იბრაჰიმ გოგჩეკი

თურქი მუსიკოსი იბრაჰიმ გოგჩეკი 323-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

Ahval

თურქული ბენდის Grup Yorum კიდევ ერთი წევრი, 41 წლის იბრაჰიმ გოგჩეკი, 323-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გარდაიცვალა.

მემარცხენე შეხედულებების ფოლკ ბენდს თურქეთის ხელოსუფლებამ კონცერტების გამართვა 2016 წელს აუკრძალა. მათ ბრალად ედებოდათ კავშირი სამხედრო მარქსისტულ დაჯგუფებასთან DHKP-C, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. გასული წლების განმავლობაში ბენდის წევრები რამდენჯერმე დაარბიეს და დააპატიმრეს.

2019 წელს, პატიმრობაში მყოფმა გოგჩეკმა, ბენდის ორ წევრთან ერთად, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მოშიმშილეები კონცერტების გამართვაზე აკრძალვის მოხსნას და ერდოღანის მთავრობის მიერ მათი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. 

2020 წლის აპრილში Grup Yorum-ის წევრი ჰელინ ბოლეკი 288-დღიანი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა

ბენდის კიდევ ერთი წევრი, იბრაჰიმ გოგჩეკის ცოლი, სულთან გოგჩეკი, სილივრის ციხეში იხდის სასჯელს.

კომენტარები