ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით, სეტყვა, ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება 11 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსთა ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში კი, შესაძლოა, თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.

კომენტარები