ენდი სერკისი

ენდი სერკისი პირდაპირ ეთერში ჰობიტს წაიკითხავს

Sky News

ინგლისელი მსახიობი, ბეჭდების მბრძანებლებში გოლუმის როლის შემსრულებელი, ენდი სერკისი, პირდაპირ ეთერში ჰობიტს წაიკითხავს.

ინფორმაცია თავად სერკისმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

"მრავალი ჩვენთაგანი თვითიზოლაციას მძიმედ იტანს, ამ რთულ დროს მინდა ჩემთან ერთად უდიდეს ფენტეზი სამყაროში იმოგზაუროთ. 12-საათიანი მარათონი ორ შესანიშნავ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმარება,"- ამბობს ის.

შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაერიცხება, რომლებიც კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან.

ენდი სერკისის მიერ წაკითხული ჰობიტის მოსმენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

 

კომენტარები