აშშ-საქართველო

COVID 19-თან ბრძოლისთვის აშშ-მ საქართველოს დამატებით $3 მილიონი გამოუყო

კელი დეგნანი
Wikipedia

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოუყო.

"იანვრიდან მოყოლებული აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში", - აცხადებს აშშ-ს ელჩი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დეგნანის თქმით, "ეს 3 მილიონი დოლარი გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს ითვლის".

"[პანდემიასთან] ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა წინსვლა ნამდვილად სახეზეა", ამბობს დეგნანი ვიდეომიმართვის დასასრულს.

გარდა ჯანდაცვის სექტორის დახმარებისა, კელი დეგნანმა ისაუბრა იმაზეც, რომ აშშ საქართველოს დამატებით 27 ათას ტონა ხორბალს ჩუქნის.

კომენტარები