კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 626

Tom Wolf

9 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 626-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დილისვე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნებულია ჯამში 297 პაციენტი, 10 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები