საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი განიკურნა. ვირუსული ინფექციისგან ჯამში 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში, 9 მაისის დილის მონაცემებით, COVID 19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 626-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.
საკარანტინო რეჟიმში 4 702 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 459 ადამიანი რჩება.