სააკაშვილი უკრაინაში

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ესაა მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

"ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს", - ამბობს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

"ჩვენ ვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის სამარცხვინო კადრები, რომელმაც დათმო მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო ალბათ ევროპის ისტორიაში, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, შემდეგ გახდა გუბერნატორი და შემდეგ ვნახეთ, როგორ სამარცხვიოდ გააძევეს იგი უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან", - ამბობს ღარიბაშვილი.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული მხარის შეცდომად შეაფასა.

კომენტარები