სააკაშვილი უკრაინაში

გახარია: დავაკვირდები, როგორ დააკავებენ სააკაშვილს, რომ საქართველოს შიდა საქმეში არ ჩაერიოს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, უკრაინის განცხადებებს, რომ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა მათი ქვეყნის შიდა საქმეა, უნდა მოჰყვეს სიტყვები, რომ არც სააკაშვილი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

"ამ წინადადების შემდგომ აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს ეს, უნდა თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს და როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები", - თქვა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებზე გამოიძახეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ მისი აზრით, ეს ქართული მხარის შეცდომაა და სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის შიდა პოლიტიკაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები