სააკაშვილი უკრაინაში

ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: რუსთავი 2

"ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს", - ამბობს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან "რეინკარნაციის" მორიგი მცდელობაა.

"ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო ალბათ მთელ ევროპის ისტორიაში, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, შემდეგ გახდა გუბერნატორი და  შემდეგ ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან", - ამბობს ღარიბაშვილი.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული მხარის შეცდომად შეაფასა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები