კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: უარყოფითი ჩვენება არცერთ პაციენტთან არ არის, რეანიმაციული პაციენტები არ გვყავს

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში 78 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსით ინფიცირებულია - 58. მისი თქმით, დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს, ასევე დღის ბოლომდე ელოდებიან პასუხს 11 პაციენტის გამოჯანმრთელებაზე.

რატიანის თქმით, რეანიმაციაში მყოფი სამ პაციენს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, 46 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აპარატიდან უკვე მოხსნეს და რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სტაბილურია. 

"ახალი შემთხვევა გვყავს 2 პაციენტი. სწრაფი პირველადი ტესტებით დადებითია და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ პსრ ტესტით. დანარჩენ შემთხვევებში უარყოფითი ჩვენება არცერთ პაციენტთან არ დასტურდება. რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული პაციენტები არ გვყავს", - ამბობს რატიანი. 

რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 154 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 95 კლინიკიდან უკვე გაეწერა. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის 626 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

კომენტარები