ავტოსაგზაო შემთხვევები

იანვარ-მარტში საქართველოში ავტოავარიის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა, აქედან 33 - ქვეითი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოავარიების დროს 134 ადამიანი დაიღუპა, აქედან 33 - ქვეითი.

ამავე სტატისტიკით, იანვარ-მარტში ავტოავარიების შედეგად 1610 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 349 - ქვეითად მოსიარულე.

ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა თბილისში აღირიცხა. მეორე ადგილზე იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, ხოლო მესამეზე - აჭარა.

კომენტარები