კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 მილიონს გადააჭარბა

CNN

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 მილიონს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელდა 1 403 966 და გარდაიცვალა 276 952 ადამიანი.

აქტიური 2 361 074 შემთხვევიდან 2%-ის, 48 083 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული (1 323 286) და გარდაცვლილი (78 646) აშშ-ს ჰყავს. ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევებით მეორე ადგილზეა ესპანეთი (262 783 ინფიცირებული და 26 478 გარდაცვლილი). მას მოსდევს იტალია (217 185 ინფიცირებული და 30 201 გარდაცვლილი), დიდი ბრიტანეთი (211 364 ინფიცირებული და 31 241 გარდაცვლილი) და რუსეთი (198 676 ინფიცირებული და 1 827 გარდაცვლილი).

ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი აშშ-მა (8 656 084) და რუსეთმა (5 221 964) ჩაატარეს. 

კომენტარები