ცნობილი ადამიანები

რუპერტ გრინსა და მის შეყვარებულს პირველი შვილი შეეძინათ

რუპერტ გრინი და ჯორჯია გრუმი.

რუპერტ გრინსა და მის შეყვარებულს, ჯორჯია გრუმს, პირველი შვილი შეეძინათ.

"რუპერტ გრინი და ჯორჯია გრუმი სიამოვნებით ადასტურებენ, რომ შეეძინათ პატარა გოგო. გთხოვთ, რომ დაიცვათ ადამინების პირადი სივრცე ასეთ მნიშვნელოვან დროს", - თქვა წყვილის წარმომადგენელმა.

წყვილმა ორსულობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 1 თვის წინ გახადა საჯარო, მას შემდეგ, რაც ჯორჯია გრუმი პაპარაცებმა ქუჩაში დააფიქსირეს.

ჰარი პოტერის ვარსკვლავი და ჯორჯია გრუმი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებიან. მიუხედავად 10-წლიანი ურთიერთობისა, წყვილი კამერებთან ხშირად არ ჩნდება და არც მათი ურთიერთობის შესახებ არის ბევრი ცნობილი.

კომენტარები