აგრარული ბაზრები

სეს: 10 მაისის მონაცემებით, საქართველოში 64 აგრარული ბაზარი მუშაობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისის მონაცემებით, საქართველოში 64 აგრარული ბაზარი მუშაობს. 

საქართველოში სულ 90 აგრარული ბაზარია. სააგენტოს ინფორმაციითვე,  საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად განაახლებს საქმიანობას.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ბაზრებში დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული. მოქმდებს გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც მთავრობა ეტაპობრივად ხსნის. 

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა ქვეყანაში 27 აპრილიდან დაიწყო. 

კომენტარები