სპაიკ ლიმ 3-წუთიანი ფილმი "New York New York" გამოუშვა და ის ახალი კორონავირუსის დროინდელ ნიუ-იორკს მიუძღვნა.
ფილმში ნიუ-იორკის ცარიელი ქუჩებისა და ადგილების კადრებია გამოყენებული, ასევე ჩანან რიგში მდგომი პირბადიანი ადამიანებიც.
"ჩემი პატარა ფილმი NEW YORK NEW YORK არის სიყვარულის წერილი ამ ხალხისთვის. უბრალოდ და მარტივად", - წერს რეჟისორი.
ფილმს ფრენკ სინატრას საკულტო სიმღერა "New York, New York" აფორმებს.