კორონავირუსი თურქეთში

თურქეთში 49 დღის შემდეგ მოხუცებს პირველად მისცეს სახლიდან გასვლის უფლება

AFP via Getty Images

ახალი კორონავირუსის გამო დაწერსებული შეზღუდვების გამო, თურქეთში, 49 დღის შემდეგ, მოხუცებს პირველად მისცეს სახლიდან 4 საათით გასვლის უფლება.

მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა, 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აეკრძალათ. ასაკოვან პირებისთვის ეს შეზღუდვა 21 მარტს ამოქმედდა.

თუქეთში კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მოხუცებულების გარდა, 20 წლამდე ასაკის პირებსაც ეკრძალებათ სახლიდან გასვლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, ქვეყანაში COVID 19-ის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა მომავალი კვირიდან დაიწყება.

მისივე თქით, გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვები ახალგაზრდებისა და მოხუცებისათვის შემსუბუქდება. შემდეგი კვირიდან მათ გარეთ გასვლა კვირაში 1 დღეს 4 საათით შეეძლებათ.

გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება 7 დიდ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში. ერდოღანის თქმით, ინფიცირების შემთხვევების კლების გამო შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად ივნისსა და ივლისში გაგრძელდება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით თურქეთში ახალი კორონავირუსი სულ 137 115 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 3 739, ხოლო გამოჯანმრთელდა 89 480 ადამიანი.

კომენტარები