კიბერ-თავდასხმა

ვოლსკი Daily Mail-ის სტატიაზე: ესაა ზღაპარი, რომლისაც ბავშვებსაც არ სჯერათ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიას ზღაპარს უწოდებს, რომლისაც ბავშვებსაც არ სჯერათ. მისივე შეფასებით, ეს ბრიტანული გამოცემა შემჩნეულია მსგავსი ინფორმაციების გავრცელებაში.

ვოლსკის განმარტებით, საქართველოს სტრუქტურებსა და დასავლურ, მათ შორის, ბრიტანულ სტრუქტურებს შორის თანამშორმლობის "უპრეცენდენტო" ხარისხია, განსაკუთებით კიბერ უსაფრთხოების თემების გარშემო.

"მინდა ყურადღება მიაქციოთ მთავარს, ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანული ლაბორატორიიდან მოიპარა ვაქცინის ფორმულა და უკან დაბრუნებაზე ევაჭრება... და ეს ჯგუფი მდებარეობს საქართველოში, უფრო მეტიც, ირანთან და რუსეთთან არიან დაკავშირებულნი - ესაა ზღაპარი, რომელიც ბავშვებსაც არ სჯერათ. ეს ტაშ-ფანდური, რაც ნაციონალურ მოძრაობაშია ატეხილი, მიუთითებს იმაზე, რომ გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი და ხავსს ეკიდებიან, რათა ხალხს დააჯერონ ის, რაც არ არსებობს", - აბობს გია ვოლსკი.

ბრიტანულმა ტაბლოიდმა, Daily Mail-მა დღეს, 10 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა ლაბორატორიიდან მოიპარეს სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები, რომლებიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. გამოცემის მიხედვით კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც რამე განცხადება გაუვრცელებიათ. ტაბულას სუს-ში გვეუბნებიან, რომ ამ თემაზე "დაგვირეკავენ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები