კომენდანტის საათი

აბესაძე: როცა თბილისი ფაქტობრივად იხსნება, კომენდანტის საათის დატოვება გაუგებარი სისულელეა

ირაკლი აბესაძე
ტაბულა

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, მოხსნას კომენდანტის საათი და მხოლოდ ის მინიმალური შეზღუდვები დატოვოს, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად მართლაც აუცილებელია. 

პარტიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, როგორც საგანგებო მდგომარეობის არსებობა ქვეყანაში, ისე შეზღუდვების დიდი ნაწილი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

"საგანგებო მდგომარეობის არცერთ ეტაპზე კომენდანტის საათის შემოღება დასაბუთებული არ იყო და მით უმეტეს, გაუგებარი სისულელეა, როდესაც თბილისი ფაქტობრივად იხსნება, მაღაზიებს შესაძლებლობა ეძლევათ მუშაობა გააგრძელონ, მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა და გვიტოვებენ 9 საათის მერე სახლში ყოფნის ვალდებულებას, რომლის აუცილებლობის დასაბუთება უბრალოდ წარმოუდგენელია", - ამბობს აბესაძე.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული. ქვეყანაში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. 

კომენტარები