ქონებრივი დეკლარაცია

TI: რიჟვაძე არღვევს კანონის მოთხოვნას ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI) აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევები გამოავლინა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ოთხ შემთხვევაში თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების ქონება დეკლარაციაში სრულად არაა აღრიცხული, ორ შემთხვევაში კი მაღალჩინოსნებს კერძო კომპანიებში თავიანთი წილები მინდობით არ გადაუციათ სხვისთვის, როგორც ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

სწორედ ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა. რიჟვაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს 25%-იანი წილი კომპანია აჭარა ბერრის ლიმიმთედში. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2017 წლის ბოლოს რიჟვაძემ ამ წილი თორნიკე კუჭავას ჩუქნიდა, თუმცა არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო, რეესტრმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შედეგად, წილი კვლავ რიჟვაძის მფლობელობაში დარჩა ისე, რომ არც მინდობით გადაუცია სხვისთვის.

თავის მხრივ, თორნიკე კუჭავა რიჟვაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აპირებს, კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლისა და რეაგირებისთვის საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართოს.

კომენტარები