ავიარეისები

Wizz Air: ქუთაისიდან ფრენის აღდგენის შემდეგ დაბალი ფასების შენარჩუნებას ვაპირებთ

wizzair

ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ ქუთაისიდან ფრენების აღდგენის შემდეგ კომპანია გეგმავს, დაბალი ფასები შეინარჩუნოს.

"საქართველოში ოპერირების გაგრძელებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. როგორც კი შესაძლებელი იქნება, ჩვენ ქუთაისიდან განვაახლებთ ფრენებს", - ამბობს რადო.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ბევრ უცხოელს აქვს და შესაბამისად, ფრენების აღდგენის შემდეგ ავიაკომპანია მოთხოვნის სიმცირეს არ ელოდება.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ დაბალი ფასები. ამის შესაძლებლობას კი ის ფინანსური რესურსი გვაძლევს, რომელიც ჩვენ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის შედეგად გამოგვითავისუფლდა", - ამბობს Wizz Air-ის წარმომადგენელი.

საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად როდის აღდგება საერთაშორისო ფრენები.

ფრენების ეტაპობრივ აღდგენას Wizz Air-ის გარდა სხვა ავიაკომპანიებიც გეგმავენ. Turkish Airlines-ს სურს, ივნისიდან 19 ქვეყანაში აღადგინოს ფრენები, მათ შორის საქართველოშიც.

კომენტარები