ინგლისის პრემიერლიგა

ინგლისის პრემიერლიგა 1 ივნისიდან დაბრუნდება

0 კომენტარი
ფოტო: Premierleague.com

ინგლისის პრემიერლიგა სეზონს 1 ივნისიდან განაახლებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ წარდგენილ გეგმაში წერია.

გეგმის მიხედვით, სეზონი შემდეგი თვიდან განახლდება, თუმცა თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდება და მხოლოდ მათი ტრანსლაცია შედგება.

"კულტურული და სპორტული ღონისძიებები დახურულ კარს მიღმა შედგება, რათა ავირიდოთ მასშტაბური სოციალური კონტაქტის შედეგად წარმოქმნილი რისკები", - წერია პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ გეგმაში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება შესაძლებელი სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება.

დღეს, ბორის ჯონსონმა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა წარმოადგინა. მან მოსახლეობას მოუწოდა, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, თუ სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებენ.

პრემიერმინისტრის თქმით, 13 მაისიდან მოსახლეობას საშუალება ექნება, იმდენი ივარჯიშოს, რამდენიც სურს, პარკებში მზის აბაზანები მიიღოს და ავტომობილით თავისუფლად გადაადგილდეს.

მიუხედავად კარანტინის გარკვეული ზომების შემსუბუქებისა მოხსნისა, ძალაში კვლავ რჩება შეზღუდვების ნაწილი. მოსახლეობას მოუწოდეს, მაქსიმალურად აირიდონ თავიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. სლოგანი "დარჩი სახლში" იცვლება მოწოდებით - "იყავი ფრთხილად".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები