ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განკურნებულმა პირებმა დადასტურებულებს გადააჭარბეს

მარიამ ნიკურაძე/OC Media

"დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს", - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი მეტია, ვიდრე აქტიური, მიმდინარე შემთხვევები. ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე ქვეყანაში 279 ადამიანი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-მდე გაიზარდა.

დღეს, 12 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, სულ ვირუსით დაინფიცირების 639 შემთხვევა გამოვლინდა.

12 მაისივე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 769 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414.

კომენტარები