საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მოქალაქეებს დღეს, 12 მაისს, ლონდონიდან ჩამოიყვანენ

საქართველოს მოქალაქეებს დღეს, 12 მაისს, ლონდონიდან ჩამოიყვანენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ რეისით საქართველოში 120 ადამიანი ჩამოვა, მათ შორის, სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები.

უწყების ცნობით, ბორტის სამგზავრო ადგილები სრულად არ ათვისებულა, რაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს.

ასევე, უახლოეს დღეებში შედგება შემდეგი რეისები:

  • 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;
  • 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი;
  • 20 მაისი - ათენი-თბილისი;
  • 22 მაისი - რომი-თბილისი.

ამ დრომდე მოქალაქეები ჩამოიყვანეს: ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან;

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 12 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 10,698 მოქალაქე.

კომენტარები