სოფლის მეურნეობა

ფერმერები 1ჰა მიწაზე 150ლ დიზელის საწვავს მიიღებენ საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფად

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერები სახელმწიფოს დახმარების პაკეტის ფარგლებში შეძლებენ, დიზელის საწვავი შეღავათიან ფასში მიიღონ.

"ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი", - თქვა პრემიერმა.

გარდა ამისა, ფერმერები თითო ჰექტარ სამეურნეო მიწაზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოსგან.

პრემიერის თქმით, მაგალითისთვის, 10 ჰექტარის ფართობის მეურნეობა სახელმწიფოსგან 2000 ლარს მიიღებს.

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის მიზანია, რომ "არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში".

სოფლის მეურნეობის დახმარების პაკეტის ღირებულება 300 მილიონი ლარი იქნება.

"ყველა ეს დახმარება შეეხება 200 ათასამდე ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი", - თქვა პრემიერმა.

 

კომენტარები