კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტომ 16 თვეში 2 მლნ ხელფასებში გასცა და პურის გაძვირების მიზეზი ვერ დაადგინა

seriouseats.com

კონკურენციის სააგენტო უკვე 16 თვეა პურის ფასის ზრდის მიზეზებს უშედეგოდ იკვლევს და ამ დროის განმავლობაში ორი მილიონი ლარი ხელფასებში გაიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს.

სსიპ კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,200,000 ლარით ფინანსება, სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 1.45 მილიონი ლარი, მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება.

სააგენტო 2014 წელს შეიქმნა და ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციითვე, დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გამოწერილი.

2018 წლიდან გაიზარდა სააგენტოს დაფინანსება, მაგრამ თანამშრომელთა რაოდენობა კვლავ იგივე დარჩა, სააგენტოში 43 ადამიანი მუშაობს, თითო თანამშრომელის ხელფასი თვეში დაახლოებით 2,800 ლარი გამოდის.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძეა, ის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.

სააგენტოს პურის ფასის გაზრდის მიზეზების დადგენა ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის დეკემბერში დაავალა.

კომენტარები