კორონავირუსი

ესპანეთში საზღვარგარეთიდან ჩასულებს 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

0 კომენტარი
ფოტო: NACHO DOCE

15 მაისიდან ესპანეთში საზღვარგარეთიდან ჩასულ პირებს 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 

ესპანეთში ჩასული პირები სახლში უნდა დარჩნენ. მათ მხოლოდ სურსათის საყიდლად, სამედიცინო დაწესებულებებში მისასვლელად ან "საჭიროების შემთხვევაში" შეეძლებათ გარეთ გასვლა.

"ბევრს ქვეყანაში გლობალური გადაცემა გაგრძელდება, ყველაზე დიდი რისკი იქნება იმპორტული შემთხვევები. ჩვენ იმ სიტუაციას დავუბრუნდებით, რაც თებერვალში გვქონდა. ჩვენ პრევენციის ზომები უნდა მივიღოთ მანამ, სანამ სხვა ქვეყნები ჩვენ მიერ მიღწეულ პრევენციის დონეს მიაღწევენ," - განაცხადა ესპანეთის საგანგებო სიტუაციის კოორდინატორმა, ფერნანდო სიმონმა.

აღნიშნული ზომა სულ მცირე 24 მაისამდე გაგრძელდება.

24 მაისს ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს.

ესპანეთში იმედოვნებენ, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი ივნისის ბოლომდე მოიხსნება. 

11 მაისს ესპანეთში შვიდი კვირის განმავლობაში ახალი ვირუსით ერთ დღეში ყველაზე ნაკლები, 123 ადამიანი დაიღუპა, თუმცა დღეს, 12 მაისს ეს რიცხვი კვლავ გაიზარდა (176). ახალ კორონავირუსს 26 920 ადამიანი ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ 12 მაისს ესპანეთში ერთ დღეში 2 თვის განმავლობაში ახალი ვირუსით ყველაზე ნაკლები, 594 ადამიანის დაინფიცირება გამოვლინდა.

ესპანეთის ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები