ეკონომიკური ზრდა

EBRD-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მინუს 5.5%-მდე შეამცირა

benjielayug.com

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა.

EBRD-ის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შეზღუდვები მოგზაურობასა და ტურიზმზე.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ელის, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება.

"გაჯანსაღება დამოკიდებული იქნება ვირუსის შემაკავებელი შიდა ზომების ეტაპობრივ შერბილებასა და ჩვეული ცხოვრებისთვის დაბრუნებაზე წლის მეორე ნახევარში", - ამბობენ EBRD-ში.

2019 წლის ოქტომბერში EBRD-ის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს აღწევდა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკა 2020 წელს 3.5%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 5%-ით შემცირდება.

კომენტარები