საგარეო ვაჭრობა

იანვარ-აპრილში ექსპორტი 11.9%-ით, იმპორტი 11.8%-ით შემცირდა

Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 463.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და შესაბამისად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.8%-ით შემცირდა.

ექსპორტზე გასული საქონლის ჯამური ღირებულება წინა წელთან შედარებით 11.9%-ით არის შემცირებული და ჯამში 1 მილიარდ 1.3 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

იმპორტის ღირებულებამ 1 მილიარდ 460.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.8%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

სავაჭრო დეფიციტი იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვის 42.2%-ს შეადგენდა.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია და საქსტატი დეტალურ ინფორმაციას 19 მაისს გამოაქვეყნებს.

კომენტარები